LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სასარგებლო და იაფი პროდუქტი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

885
10 სასარგებლო და იაფი პროდუქტი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი კვება, ადამიანის დიდხანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმთავრესი გარანტია. დღეს ბევრი აღნიშნავს, რომ ასეთი კვება უკვე ფუფუნებად იქცა და რომ სასარგებლო საკვები, ძვირია. თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბაზარზე ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც საოცრად სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის და ამავდროულად, საკმაოდ იაფია.

ჩამონათვალში პირველი, კეფირია. აქ შედის უამრავი სასარგებლო ინგრედიენტი, მაგალითად A, B, C და D ვიტამინები, ასევე მაგნიუმი და კალიუმი. კეფირი გადასარევი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასაუმჯობესებლად.

ჩამონათვალში მეორე ადგილზე, ვაშლია. არსებობს ასეთი ინგლისური გამონათქვამი, ,,დღეში ერთი ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდებათ.” ნამდვილად, ვაშლი გეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, აქ დიდი ოდენობით შედის C ვიტამინი და კალიუმი. მდიდარია რკინით, რაც ძალიან კარგად მოქმედებს ანემიის დროს.

მესამე ადგილზეა, ბანანი. ეს პროდუქტი პირველ რიგში, ძალიან სასარგებლოა გულისთვის, რადგან დიდი დოზით კალიუმს შეიცავს. ბანანშიც ბევრია C ვიტამინი. ის გვეხმარება გულძმარვის მკურნალობაში, ამცირებს დიაბეტისა და სიმსივნის განვითარების რისკს.

მეოთხე ადგილზეა სტაფილო, მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, ოდითგანვე იყო ცნობილი. სტაფილო ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული ბოსტნეულია, ამდენად, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, ჭარხალი. ის შეიცავს რკინას, იოდს, ცინკს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ფტორს და В ჯგუფის ვიტამინებს.

ქათმის ხორცი სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა. ეს გახლავთ უცხიმო ცილებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც იდეალურია, სასურველი წონის შესანარჩუნებლად, დიეტის დროს და B6 ვიტამინის დეფიციტისას.

ზეითუნის ზეთი, კიდევ ერთი სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინის შემცირებას ორგანიზმში.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საოცრად სასარგებლო პროდუქტია, ხახვი. ის ჩვენს ჩამონათვალში მერვე ადგილზეა. ხახვი იდეალურია ჯანსაღი თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად, ის ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას, ამავე დროს მას ბზინვარებას უბრუნებს. ხახვი გადასარევია კანის დაავადებების, გამონაყარისა და აკნეს მკურნალობისთვის.

კვერცხს ადამიანის ორგანიზმის საშენ მასალას უწოდებენ. მასში შედის D, В12, А და E ვიტამინები, რომელიც იდეალურია ძვალსახსროვანი სისტემის სიჯანსაღისთვის. ასევე კვერცხში შედის ისეთი მინერალები, როგორიცაა რკინა და ცინკი.

და ბოლოს სასარგებლო პროდუქტების სიას, შავი შოკოლადი დაასრულებს. მწარე შავ შოკოლადს აქვს თავის ტვინის სტიმულატორის ფუნქცია. ის ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას. კოორდინაციას, ხსნის დაღლილობას და ძილიანობის შეგრძნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები