LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ქალი, რომელიც კარლ ლაგერფელდის მუზა გახდა (ფოტო)

2057
karll

19 თებერვალს ავადმყოფობის შედეგად მოდის ლეგენდა, კარლ ლაგერფელდი, 85 წლის საკში გარდაიცვალა. დღეს „ფორტუნა“ იხსენებს გამორჩეულ ქალებს ლაგერფელდის ცხოვრებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს „შანელის“ მოდის სახლის ხელმძღვანელის მუზები გახდნენ.

კაროლ ბუკე

ფრანგი მსახიობი , რომელიც ცნობილი პარფიუმის Chanel № 5 სახე 15 წლის განმავლობაში იყო. ის წვეულებებსა და პრემიერებზე მუდამ კარლ ლაგერფელდის სამოსით ჩნდებოდა.

ვანესა პარადი

ფრანგმა მომღერალმა ლაგერფელდის გული 90-იანებში დაიპყრო და არომატის Coco Chanel-ის სახე გახდა. წლების შემეგ კი, „შანელის“ მოდის სახლის კიდევ ერთი პარფიუმის, ტუჩსაცხის სახე გახდა.

კლაუია შიფერი

სწორედ კარლ ლაგერფელდის დამსახურებაა, რომ სამოდელო ბიზნესში ქერათმიანი გოგონები გამოჩნდნენ. კლაუდია შიფერის კარიერა მთლიანად დამოკიდებული გახდა ლაგერფელდზე და ეს მეგობრობა ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა.

კრისტენ სტუარტი

ლაგერფელდი სტიუარტს „შანელის“ მოდის სახლის თანამედროვე მუზას ეძახდა. მან კრისტენი საკუთარ პროექტებშიც არაერთხელ ჩართო.

კარა დელვინი

კარასთან თანამშრომლობა, ეს იყო კარლ ლაგერფელდის მცდელობა დახვეწილ და კლასიკურ სტილში მეტი ექსტრემიზმი შეეტანა და მან ეს შეძლო. მიუხედევად იმისა, რომ დიზაინერი  მოდელს ტატუებისა და სელფების გამო აკრიტიკებდა, ის მაინც მის ფავორიტთა შორის რჩებოდა.

ბლეიკ ლაივლი

ლაგეფლედი ბლეიკ ლაივლის ამერიკულ ოცნებას ეძახდა. მსახიობი მოდის სახლის აქსესუარების Chanel Mademoiselle სახე იყო.

ლილი როუზდეპი

ლაგეფელდმა შონ პენისა და ვანესა პარადის ქალიშვილის გამო კენდალ ჯენერთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g