LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით მაცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ მიგრძელდება… მიზეზი არ არსებობს! მიზანი, უკანონობის დაკანონება!“ – მოქალაქე წერს, რომ იუსტიციის სახლიდან გაათავისუფლეს

245
ნინო ელიაური

საჯარო მოხელე, ნინო ელიაური სოციალურ ქსელში წერს, რომ იუსტიციის სახლიდან გაათავისუფლეს.

როგორც ელიაური სოციალურ ქსელში წერს, 7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით აცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდა. მისი თქმით, „გათავისუფლების მიზეზი არ არსებობს, მიზანი კი უკანონობის დაკანონებაა“:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, რომ არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, ფაქტებით მანიპულირების მცდელობა და სიცრუეა“ – „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ 

გურამ მაჭარაშვილი: „როცა საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი – ამის კლასიკური მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტი და აშშ-ს საზოგადოება“

მაჭარაშვილის თქმით, რეორგანიზაციის დეტალების თაობაზე ის ინფორმირებული არ არის, „მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება“.

„გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს… ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი! ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი! ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი!
ახლა მთავარი……
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საშტატო ერთეულით განსაზღვრულ პოზიციაზე, კონკურისი წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გავხდი დასაქმებული.
და ამის შემდეგ!

7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით მაცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ მიგრძელდება.
მიზეზი?
მიზეზი არ არსებობს!!!
მიზანი?
უკანონობის დაკანონება!

იუსტიციის სახლს ჩემი კარიერა 2012 წლიდან უკავშირდება, მათ შორის ბოლო 6 წელი ვიკავებდი რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციას, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, ეს იყო ადგილი სადაც ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი ყოველთვის უპირობოდ იყო საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

რუსთავის იუსტიციის სახლი არის ფილიალი რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იუსტიციის სახლის იმიჯის შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში. ვერასოდეს შეიცვლება ჩემი დამოკიდებულება იუსტიციის სახლის მიმართ რადგან ის იყო და იქნება ჩემი იდენტობის ნაწილი! მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამდენი წლის მანძილზე ჩემთან ერთად იზიარებდა იუსტიციის სახლის მიზანს და ღირებულებებს, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ამ ადამიანების შრომაზე დგას სამსახური!

ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ვმუშაობდი გუნდთან #რუსთავისიუსტიციისსახლი, ადამიანებთან ერთად რომლებიც არიან კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითები, ჩემი მეგობრობა სამუდამოა, გახსოვდეთ, მთავარი ძალა ხართ თქვენ, დაიცავით თქვენი მომავალი! არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება“,- წერს ელიაური. 

„არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა… რა აღარ დაგვაბრალეს, დიდი სტრესი გამოვიარე…“ – მოქალაქე წერს, რომ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

„ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატული პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!“ – 3 საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

🔴 გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს….. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი…

Posted by Nino Eliauri on შაბათი, 08 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g