LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით გაიზარდა

39

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ივლისში ექსპორტმა 173,6 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა კი 667,8 მილიონი შეადგინა.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ივლისში 1%-ით შემცირდა და 3 632 შეადგინა, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, ივლისში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა – ამ პერიოდში, ხარჯებმა 794,2 მილიონი ლარი, შემოსავლებმა კი 810,1 მილიონი ლარი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g