LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ორსული ხატია ქვათაძე: „შვილის ყოლის საკითხს ძალიან რთულად ვუყურებდი, მეუღლემ გადამაწყვეტინა…“

2639
xatiaa

„იმედის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, ხატია ქვათაძე პირველ შვილს ელოდება. მან ამ მოლოდინის შესახებ გადაცემაში„ ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა. ის შვიდი თვის ფეხმძიმეა.

ხატია ქვათაძე: 

„ერთი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. ჩემთვის პირველია და ბევრ ემოციას მოიცავს გარდა სირთულეებისა, რაც ამ მდგომარეობას ზოგადად ახლავს. რაღაც პერიოდი ისე გავიარე, რომ ვერც ვიაზრებდი და ვერც ხვდებოდა გარშემო ვერავინ.  ბოლო ორი თვე ცოტა უფრო გართულდა სამსახურში მუშაობა. როცა ყველაფერი უცხოა, უფრო დაძაბული ხარ, მაგრამ ეგ მქონდა უფრო დასაწყისში, პირველი სამი თვე, ყველა გაფრთხილებს, შენც არ იცი… მერე მივხვდი, რომ ჯობდა, ისე მეცხოვრა, როგორც ადრე ვცხოვრობდი, ოღონდ ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით. გავაგრძელე ყველა ის რუტინა, რასაც მანამდე ვაკეთებდი, მათ შორის, ვარჯიშიც. ძალიან ვცდილობ, დავიცვა წესები.ა რავის გვიხარია, ისე შევიცვალოთ, რომ ეს დრამატული გახდეს ჩვენთვის. წავიკითხე ყველა რესურსი ინტერნეტში, წიგნები. მაქსიმალურად ვცდილობ, ცხოვრების ჯანსაღი წესი შევინარჩუნო, რომ მერე თავად არ დავზარალდე.

„იმედის“ წამყვანი ხატია ქვათაძე დაქორწინდა და პირველ შვილს ელოდება

ამ საკითხს, შვილის ყოლას ძალიან რთულად ვუყურებდი, რადგან ალბათ, კიდევ დიდხანს მეგონებოდა, რომ ადრეა. 33 წლის ვარ, მაგრამ 18 წლისაც ასე ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ასაკის გამო დამემართა ეს. დასაწყისშივე ეს განცდა მქონდა. იმდენს ვფიქრობდი, მერე ამ ბავშვს რამდენი რამე სჭირდება-მეთქი. ჩემმა მეუღლემ გადამაწყვეტინა. როცა ერთმანეთს შევხვდით, მაშინვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ შვილი უნდა ჰყოლოდა. მე ჯერ იმასაც ვერ ვხვდებოდი, ჩვენ რას ვიზამდით (იღიმის). მაგრამ ამან იმუშავა და ჩემთვის ძალიან სპონტანურად მივიღე ეს გადაწყვეტილება…“

ხატია ქვათაძე: „იმედი“ გეუბნებათ, რომ მთავრობა გადასარევი და უნაკლოა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები