ხატია ქვათაძე „იმედის“ საინფორმაციოს წამყვანია. ის ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს. მათ შორისაა ჟურნალის შეკითხვა „იმედის“ დამოკიდებულებაზე მთავრობის მიმართ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
იმედზე“ მუდმივად ისმის, რომ გადასარევი მთავრობა გვყავს და ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. მეორე მხარე კი გვიკიჟინებს, რომ ქვეყანა თავზე გვემხობა. არაობიექტურობის განცდა რჩება ორივეს მოსმენისას. თავად გჯერათ, რასაც ეკრანიდან გადმოსცემთ?
„იმედი“ გეუბნებათ, რომ მთავრობა გადასარევი და უნაკლოა? მე ასე არ ვხედავ. მე არ ვხედავ ჩემს მოყოლილ ამბებს ისე, როგორც მთავრობის უპირობო ქებას და თქვენი ნათქვამი, ვფიქრობ, უტრირებაა.
ჩვენი მაყურებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი და იმ კომპანიის ქება, სადაც ვმუშაობ, მაგრამ ეს ფაქტია. „იმედს“ აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი, ყველაზე დიდი ყურებადობა და ნდობაც. ეს სხვადასხვა კვლევით დასტურდება. ვფიქრობ, მაყურებელი თქვენსავით არ ხედავს. სხვა შემთხვევაში, გადართავდა სხვა არხზე და ასეთი რეიტინგი არ გვექნებოდა…“
„იმედის“ წამყვანი ხატია ქვათაძე დაქორწინდა და პირველ შვილს ელოდება