LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა თავისუფალია!“ – დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

172
BeFunky-collage (1)

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა წერს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“ – წერს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g