LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის მექსიკელი ქალბატონი ორსულადაა და მერვე შვილს ელოდება (ფოტო)

150

70 წლის მექსიკელი ქალბატონი, მარია დე ლა ლუზი ორსულადაა და მერვე შვილს ელოდება, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. ის უკვე ორსულობის მეექვსე თვეშია და ამის შესახებ მხოლოდ ერთი თვის წინ შეიტყო. 70 წლის ქალბატონს მოულოდნელად თავის ტკივილები და თავბრუსხვევები დაეწყო, რის გამოს ექიმს მიმართა. გაირკვა, რომ მარია ორსულად იყო და მერვე შვილს ელოდებოდა. ექიმებს ფაქტის დაჯერება იმდენად გაუძნელდათ, რომ ქალბატონი სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად გადაამისამართეს.

მარია დე ლა ლუზი ამ დრომდე  არ ამხელს,  ბუნებრივი გზით დაიორსულდა თუ ხელოვნური განაყოფიერებით. ქალბატონი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას გარშემომყოფები არაერთგვაროვნად შეხვდნენ, რადგან მის ასაკს ორსულობისთვის შეუფერებლად აფასებენ. მარია შესაძლოა გინეისის რეკორდსმენიც გახდეს, რადგან ისტორიაში ყველაზე მხცოვანი დედის სტატუსს მიიღებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g