70 წლის რიჩარდ გირისა და 37 წლის ალეჰანდრა სილვას ოჯახში მატებაა. პირველი შვილის დაბადებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, წყვილს მეორე შვილი შეეძინა. ახალ ამბავს ესპანური გამოცემა „ჰოლა“ აქვეყნებს. ცნობილია, რომ წყვილი ახალშობილ ვაჟთან ერთად პაუნდ-რიჯის რანჩოზე იმყოფება.
ალეჰანდრა სილვას ორსულობის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში გავრცელდა. სილვა პირველი ვაჟის დაბადებიდან ზუსტად 9 თვეში დაორსულდა. შეგახსენებთ, რომ წინა ქორწინებიდან მეუღლეებს ასევე ჰყავთ შვილები. გირის უფროსი ვაჟი გომერი 20 წლისაა, ხოლო სილვას ვაჟი ალბერტი, 7-ის.