LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 წლის ჯონ მალკოვიჩმა მიშელ პფაიფერთან რომანი დაადასტურა

1382
page

71 წლის ჯონ მალკოვიჩმა, რომელიც 1988 წლის საკულტო ფილმში, „სახიფათო კავშირები“ მიშელ პფაიფერთან ერთად თამაშობს, ათწლეულების შემდეგ მოულოდნელად დაადასტურა რომანი მსახიობ კოლეგასთან.

მალკოვიჩის ექვსწლიანი ქორწინება გლინ ჰედლისთან იმ წელს დასრულდა, როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. სწორედ მაშინაც ვრცელდებოდა ხმები პფაიფერთან რომანის შესახებ, თუმცა, თავად მსახიობებს ეს არ დაუდასტურებიათ.

და აი, მრავალი წლის შემდეგ მალკოვიჩმა Fashion Neurosis-ის პოდკასტში ეს რომანი აღიარა.

„ეს ისეთი რამეა, რაზეც არასდროს მისაუბრია. ჩემს პროფესიაში ადამიანები სწრაფად ამყარებენ ემოციურ კავშირებს, ხანდახან ეს კავშირები სცილდება სამუშაო საზღვრებს. მიშელი ჩემთვის ძალიან ფასეული კოლეგა იყო, მხიარული, გულწრფელი და ჩემთან სამართლიანი, მე კი მასთან სამართლიანი არ ვიყავი“, – განაცხადა მალკოვიჩმა და დაამატა, რომ ჰოლივუდის კულისებში არსებული რომანები ხშირად ისეთივე დრამატულია, როგორც ფილმებში.

ვიდეო: ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე თბილისს ეწვივნენ – მსახიობები ლევან წულაძეს შეხვდნენ

66 წლის მიშელ პფაიფერი პრემიერაზე ბრწყინავდა – ვარსკვლავი საოცარ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები