LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 წლის კამილა პარკერ-ბოულზი „ანა ვალენტინის“ ვარდისფერ კაბა-პალტოში (ფოტო)

1095
kamila-parkerrmz

კამილა პარკერ-ბოულზი პრინც ჩარლზთან ერთად ლონდონში მინისტრთა კაბინეტის შენობას ესტუმრა. მკაცრი და აკადემიური სტილის მოყვარულმა კამილამ ამჯერად არჩევანი ნაზ და რომანტიკულ ანსამბლზე გააკეთა. ის საყვარელი დიზაინერის „ანა ვალენტინის“ ვარდისფერ კაბა-პალტოში იყო გამოწყობილი, რომელიც ასიმეტრიული ფორმის ლამაზი დეტალებით იყო გაფორმებული. ანსამბლს მონარქმა ჩექმა და ტყავის ხელთათმანი შეუხამა.

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვეს, პრინცი ჩარზლი და კამილა სულ უფრო ხშირად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე. სასექსების რიგი ვალდებულებები სწორედ მათ გადაინაწილეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g