LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

750 ათასი ევრო: პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა გაიყიდა – ვინ არიან მყიდველები

3243
960-firstSlide-dealerAzimut

2020 წელი მსოფლიოსთვის უიღბლო გამოდგა არავინ ელოდა, მაგრამ ქვეყნები ჩაიკეტა და როდის შევძლებთ ძველებურად მოგზაურობას არავინ იცის.

ბევრი ბიზნესი ჩავარდა, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მათ შორის არაა იახტების ბიზნესი.

წელს საქართველოში 7 იახტა გაიყიდა, რომელთა ფასიც 130 ათასიდან იწყება.

რატომ გადაწყვიტეს და ვინ არიან ადამიანები, ვინც პანდემიის პერიოდში ძვირადღირებული იახტის შეძენა გადაწყვიტა, ამ კითხვებით „ფორტუნამ“ საქართველოში იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანიის, Azimut Yachts წარმომადგენელ გიორგი ჩიკვაიძეს მიმართა.

 

კომპანიას საქართველოში 2017 წლის 31 ივლისს ჰქონდა პრეზენტაცია, მაგრამ არ გვქონდა დიდი პრეტენზიები. კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს ქვეყანაში საიახტო ბიზნესი განვითარებული არ იყო. სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობდით და სულ ვცდილობდით, რომ ბრენდის სახელი ცნობილი გამხდარიყო.

წელს იგეგმებოდა ყოველწლიური იახტების დაჯილდოვების ერთ-ერთი ნაწილის ბათუმში ჩატარება. თუმცა პანდემიის გამო ღონისძიება კანშიც გადაიდო და ბათუმშიც. თუმცა კონტრაქტი ძალაშია 10 წლის ვადით და როგორც კი საერთო რეგულაციებით ეს შესაძლებელი გახდება, ბათუმი უმასპინძლებს ან ღონისძიებას.

 

იახტის შეძენა რა თანხად შეგვიძლია?

ფასები 35 ათასი დოლარიდან იწყება, გვაქვს ისეთებიც, რომელიც უფრო სოლიდური თანხები ჯდება.

წელს გაყიდული 7 იახტიდან ყველაზე მაღალი რა ფასი გადაიხადეს?

სხვადასხვა ღირებულების იახტები გაიყიდა, ყველაზე ძვირადღირებული იახტა, რომელიც საქართველოში გაიყიდა, 750 ათასი ევრო ღირდა.
წელიწადში 7 გაყიდული იახტა საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია. ახალი იახტა ქვეყანაში ალბათ მაშინ შემოვიდა, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი. მე მაქვს ჩემი ხედვა, რამ გამოიწვია პანდემიის პერიოდში იახტების გაყიდვების მატება. სავარაუდოდ მოხდა ისე, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩაიკეტოს საზღვრები და ამიტომ შეეცადნენ, კომფორტი ჩვენთან საქართველოში მოეწყოთ.
ადამიანებმა 2020 წლის მოდელები რომ ნახეს, ძალიან ბევრს გაუჩნდა დაქირავების სურვილიც. წელს ბათუმში იახტის გაქირავება მომგებიანი ბიზნესი იყო.

იახტები კომპანიებმა შეიძინეს თუ კერძო ბიზნესმენებმა?

კომპანია ვალდებულია, რომ მყიდველის კონფიდენციალურობა დაიცვას. ამიტომ ვერაფერს გეყვით, გარდა იმისა, რომ წელს იახტები კერძო კომპანიებმაც შეიძინეს და ბიზნესმენებმაც. ჩვენი იახტის მფლობელები არიან დედაქალაქიდანაც და სხვა ქალაქებიდანაც.

ალბათ ბევრს  გაუჩნდება კითხვა, ყველაზე ძვირადღირებული იახტის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი ხომ არაა?

მისი მფლობელი ბიძინა ივანიშვილი არაა და იმასაც  გეტყვით, რომ არც ერთი იახტის მფლობელი პოლიტიკოსი არაა. იახტის მფლობელები საშუალო დონის ბიზნესმფლობელები არიან. პოლიტიკასთან მათ ნული შეხება აქვთ. თუმცა ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ სახელმწიფო ძალიან დაგვიდგა გვერდში, პრემიერის სამსახურმაც ხელი შეგვიწყო, რომ ეს შედეგი მიგვეღო და ბიზნესი კოვიდის გამო საერთოდ არ განადგურებულიყო.

750 ევროიანი იახტაზე რამდენ ადამიანს შეუძლია გაერთოს?

იახტა ახლა მზადდება, ჯერ საქართველოში არ შემოსულა. მასზე შესაძლებელია 14 ადამიანი განთავსდეს.

თქვენ თავად გყავთ იახტა?

კი მე მყავს იახტა, პანდემიამდე შევიძინე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g