კურტ რასელსა და გოლდი ჰოუნს თითქმის 40 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს. 76 წლის გოლდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსწონს „კურტის გოგონას“ სტატუსი. ისინი ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში და მთელ დროს გართობასა და სეირნობას უთმობენ.
„ბორტს მიღმა გრძელდება“ – 75 წლის გოლდი ჰოუნისა და 70 წლის კურტ რასელის კოცნა – პაპარაცული ფოტოები
ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი სეირნობისას გადაიღეს. ისინი იტალიურ რესტორანს, Angelini Ristorante ტოვებდნენ. გოლდის შავი მაისური და ლეგინესი ეცვა, მის „ლუქს“ ვარდისფერი მზის სათვალე ასრულებდა. რაც შეეხება 71 წლის რასელს, ის წითელ მაისურსა და ხაკისფერ ქურთუკში იყო გამოწყობილი.
75 წლის გოლდი ჰოუნისა და 69 წლის კურტ რასელის ვნებიანი კოცნა „ოქროს გლობუსის“ საშინაო წვეულებაზე