LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

76 წლის ჰელენ მირენის სამი გაელვება აივანზე

300
page

76 წლის ჰელენ მირენმა „კანის 75-ე კინოფესტივალზე“ თავისი გამოჩენით ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის  წითელ ხალიჩაზე ენდი მაკდაუელთან ერთად აცეკვდა. საოცრად გამოიყურებოდა ლეგენდარული მსახიობი, მას „დოლჩე და გაბანას“ ვერცხლისფერი კაბა ეცვა.

ორი პრინცესა – წითელ ხალიჩაზე აცეკვებული, 76 წლის ჰელენ მირენი და 64 წლის ენდი მაკდაუელი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრი

ახლახან, ინტერნეტსივრცე მირენის უახლესმა ფოტოებმა მოიცვა, ის სასტუმროს აივანზე გადაიღეს. მირენი ჯერ თეთრი ხალათით გამოჩნდა, შემდეგ ყოველდღიური ტანისამოსით, ბოლოს კი სენსაციური „ლუქით“, მას ME+EM-ის მწვანე კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 495 ევროს შეადგენს.

76 წლის ჰელენ მირენი „დოლჩე და გაბანას“ ოქროსფერი ყვავილებით გაფორმებულ კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები