ლეგენდარული დიზაინერი, ვერა ვანგი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჯერად არა მხოლოდ გამორჩეული სტილის, არამედ საოცრად ახალგაზრდული იერის გამო.
76 წლის დიზაინერმა BAFTA Awards-ის წითელ ხალიჩაზე თეთრი, სხეულზე მომდგარი კაბა მოირგო, რომელსაც შავი, მოკლე, ავანგარდული სტილის მოსაცმელი შეუხამა. მისი იერი კი უფრო ახალგაზრდული იყო, ვიდრე ოდესმე.
ვანგმა ღიად ისაუბრა სილამაზეზე და ბოლოს და ბოლოს მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტიც გაგვიზიარა. მისი თქმით, მის უბერებელ იერს ყველაზე მეტად განსაზღვრავს სილამაზისადმი დამოკიდებულება.
„მთავარი პრინციპი ის არის, რომ ამ საკითხს ზედმეტად სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ“.
დიზაინერის განცხადებები კვების შესახებ არანაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ მისი „საიდუმლო“ არაყი, „მაკ დონალდსის“ ბურგერები და დონატებია.
„დიახ, მაკდონალდსს ნამდვილად ვჭამ. შეიძლება ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე შევუკვეთო, მიყვარს კრემით სავსე, შაქრიანი დონატებიც“, – განაცხადა მან.
ვანგმა აღნიშნა, რომ მისი „ანტიეიჯინგის“ ფორმულა შედგება „სამუშაოსგან, ძილისგან, არყიანი კოქტეილისგან და მზეზე ნაკლებად ყოფნისგან“.
ცხადია, ვერამ ყოველივე ეს ხუმრობით განაცხადა და მისი ახალგაზრდული იერი, სავარაუდოდ კარგი გენეტიკის დამსახურებაა.
76 წლის ვერა ვანგი მარადიული ახალგაზრდული იერი – დიზაინერი წითელ ხალიჩას იპყრობს
მორიგი სასწაული – 76 წლის ვერა ვანგი ბრწყინვალედ გამოიყურება
ვიდეო: „შეეტყო ასაკი!“ – ვერა ვანგის გულახდილი „ლუქი“ Met Gala-ზე