LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ვერა ვანგი, რომელიც  პატარა გოგონას ჰგავს, ამბობს, რომ „მაკდონალდს“ სახლში ყოველდღე იძახებს

677
ვერა-ვანგი

74 წლის დიზაინერი ვერა ვანგი, რომელმაც ბევრჯერ გაგვაოცა თავისი ახალგაზრდული გარეგნობით, ღიად საუბრობს თავისი კვების რაციონზე. ის იმ გამომწერებს პასუხობს, ვინც წერს, რომ ვერა განსაკუთრებული მენიუთი იკვებება. დიზაინერი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ დილას ის დონატებს მიირთმევს, რასაც ჯანსაღ საუზმეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

მეტიც, „ფეიჯ სიქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ვერა ამბობს, რომ მას დაბერების ეშინია, თუმცა, სწრაფ კვებაზე უარს არ ამბობს. ვანგი ამტკიცებს, რომ  ის „მაკდონალდსის“ მენიუს ყოველდღე მიირთმევს.

სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო კი, ვერას აზრით, დაუღალავი მუშაობა და ახალ იდეებზე ფიქრია, რომელიც მას წლებია არ აკლია.

ახალ ფოტოზე გრძელ თმასა და თეთრ მაისურში გამოწყობილი დიზაინერი, შეუდარებელ ფორმაშია.

„ოსკარ დე ლა რენტა“, „ვერა ვანგი“ და სხვა ბრენდები – ჯილ ბაიდენის აკადემიური სტილი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები