77 წლის ლეგენდარული არტისტი, დაიანა როსი 15 წლის შემდე თავის პირველ სტუდიურ ალბომს უშვებს. სოულის შემსრულებელი ვარსკვლავი ახალ ნამუშევარს შემოდგომაზე გაავრცელებს. ალბომში 13 სიმღერა იქნება გაერთიანებული.
„ეს ალბომი თქვენ გეძღვნებათ დიდი სიყვარულით, როდესაც თქვენ ჩემი ხმა გესმით, მასთან ერთად ჩემს გულსაც უსმენთ“, – განაცხადა მუსიკოსმა.