კანის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთა ცვენა იყო. მათ შორის გახლდათ მაიკლ დუგლასი მეუღლესთან, კეტრინ ზეტა-ჯონსთან და 22 წლის ქალიშვილთან, ქერისისთან ერთად. ისინი ხელჩაკიდებულნი პოზირებდნენ.
ამ დღეს 52 წლის კეტრინი გრძელ, წითელ კაბაში ბრწყინავდა, 77 წლის მაიკლს შავი კოსტიუმი ეცვა, მათი უმშვენიერეს ქალიშვილი კი ღია ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. ამაყი მამა და მეუღლე თავს შესანიშნავად გრძნობდა ულამაზესი ქალბატონების გარემოცვაში. შედეგად კანის კინოფესტივალის ისტორიას საოცრად თბილი, ოჯახური ფოტოები შემორჩა.
„კეტრინ ზეტა-ჯონსის რისხვა“ – 78 წლის მაიკლ დუგლასმა ქალიშვილს კაბაზე ფეხი დაადგა