LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ არსებობს დღეს ჩემთვის არც თავისუფლება, არც ბედნიერება, მანამ, სანამ უკრაინა არ იქნება თავისუფალი“ – კატრინ დენევმა კანის 76-ე კინოფესტივალი ლესია უკრაინკას ლექსით გახსნა

693
page

კანის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთა ცვენა იყო. ფესტივალი კატრინ დენევმა საოცრად ემოციური სიტყვებით გახსნა. მას კინოინდუსტრიაზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილა ყურადღება.

„არ არსებობს დღეს ჩემთვის არც თავისუფლება, არც ბედნიერება, მანამ, სანამ უკრაინა არ იქნება თავისუფალი და ვერ შევძლებ დავბრუნდე უკრაინულ მიწაზე. მეტი არაფერზე ვფიქრობ დღეს. უკრაინა არის ჩემს გულში!“, – განაცხადა 79 წლის მსახიობმა და ლესია უკრაინკას ლექსი „ნადია“ წაიკითხა.

78 წლის კატრინ დენევი ,,ვენეციის კინოფესტივალზე” ბრწყინავდა

ცნობისთვის, კანის კინოფესტივალი ჯონი დეპის ახალი ფილმით,  „ჟანა დიუ ბარით“ გახსნა. ლეგენდარული მსახიობი, მსგავსი მასშტაბის ფესტივალზე, ემბერ ჰარდთან სკანდალური განქორწინების შემდეგ პირველად გამოჩნდა. მას გულშემატკივრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ. დეპი ფილმში ლუდოვიკო XV-ის როლს ასრულებს.

დიდი დაბრუნება წითელ ხალიჩაზე – „კანის კინოფესტივალი“ ჯონი დეპის ფილმით გაიხსნა

წითელ ხალიჩაზე მაიკლ დუგლასი მეუღლესთან, კეტრინ ზეტა-ჯონსთან და 20 წლის ქალიშვილთან, ქერისისთან ერთად გამოჩნდა. ისინი ხელჩაკიდებულნი პოზირებდნენ.

უმა თურმანი

ნაომი კემპბელი

ჰელენ მირენი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები