მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის ქალიშვილს, ქერისს 20 წელი შეუსრულდა. ბედნიერმა მშობლებმა სოციალურ ქსელში მას ემოციური პოსტები მიუძღვნეს.
„20 წლის წინ, ჩემს მკლავებში ჩემი ქერისი აღმოჩნდა და მას შემდეგ ერთი დღეც არ გასულა მასზე ზრუნვის გარეშე, დაბადების დღეს გილოცავ ჩემო მშვენიერო ქალბატონო“, – წერს კეტრინი და ემოციურ ვიდეო აზიარებს.
„შენ თინეიჯერულ ასაკს ტოვებ და ეს ახალი პერიოდი ყოფილიყოს შენთვის საოცარი, ჩემი ძვირფასო, შენი მამა“, – წერს 78 წლის მაიკლი.
აღსანიშნავია, რომ ქერისი ულამაზესი გოგონაა და ის დედას საოცრად ჰგავს.
„ის ჩემთვის მოდის ეტალონია“- კეტრინ ზეტა ჯონსის რომაული ფოტოსესია ქალიშვილთან ერთად (ფოტო)