კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის 16 წლის ქალიშვილი კერისი მოდის სამყაროს დაპყრობას დედასთან ერთად აგრძელებს.
ამჯერად დედა-შვილი ესპანურ ჟურნალში მოხვდნენ და Fendi-ის ჩანთებს გაუკეთეს რეკლამირება.
გადაღებები რომში მიმდინარეობდა, კადრში არამარტო დედა-შვილი, არამედ იტალიური არქიტექტურაც მოხვდა. ფოტოსესია საოცრად ნაზი და ემოციური გამოვიდა. ისინი ცეკვავდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ.
შეგახსენებთ, კერის სამოდელო დებიუტი შარშან, სექტემბერში, ჟურნალ Town & Country შედგა.
„მოდა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, დედაჩემის მადლიერი ვარ, ეს მისი დამსახურებაა, ის ჩემთვის მოდის ეტალონია“ – აცხადებს 16 წლის გოგონა
ფოტოსესიას მოდის ინდუსტრიაში უმაღლესი შეფასება მისცეს.