77 წლის ქალი, რომელზე სექსუალურ ძალადობაშიც შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა.
ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომლებიც გარდაცვალების მიზეზებს სწავლობენ.
შეგახსენებთ, 77 წლის ქალზე, სხვა სახის სექსუალური ძალადობისათვის 26 წლის, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შვილიშვილია დაკავებული.
გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბებიაზე სექსუალურად ძალადობდა და მას სახლში კეტავდა. ახალგაზრდა მამაკაცს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138- და 143- ე მუხლებით აქვს წაყენებული.
თავად 77 წლის ქალი, სექსუალური სახის შევიწროებას უარყოფდა.