ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი შერი ამჯერად ლოს-ანჯელესში, ჰელოუინის წვეულებაზე იყოფებოდა. მომღერალი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ხვეულ თმასა და სადღესასწაულო ანსამბლში, მას თან ახლდა ნათლული ჯესი ჯო სტარკი.
78 წლის შერი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა, როცა მოულოდნელად, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა. ამის დანახვაზე დაცვის სამსახურმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და ვარსკვლავს წამოდგომაში დაეხმარა. ჰელოუინისთვის შერიმ ბორდოსფერი მბზინავი შარვალი შეარჩია.