LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

796 გამოჯანმრთელებული და 28 კრიტიკულად მძიმე: ვინ არის 37-ე გარდაცვლილი

124
BeFunky-collage - 2020-09-30T110236.998

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50%-ზე მაღალია. მარინა ენდელაძის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 796 პაციენტმა დაამარცხა ვირუსი. მისივე თქმით, ამ დროისათვის სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში სულ 3 072 ინფიცირებული გადის მკურნალობას, აქედან 28 კრიტიკულად მძიმე პაციენტად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 326 ადამიანი დაავადდა.

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

“დღევანდელი ინფორმაციით  326 ახალი შემთხვევა დაგვემატა, თუმცა გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია, 50%-ზე ოდნავ მეტია.  ამ დროისათვის ქვეყანაში 3 072 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან 28 კრიტიკულად მძიმეა, 26 მართვით სუნთქვაზეა, 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილია. 796 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება რეგიონების მიერ ინფიცირებულთა შემთხვევების გადანაწილებას:

ცხელი წერტილი აჭარა – 235 ახალი შემთხვევა,

იმერეთი  – 38 შემთხვევა,

თბილისი  – 30,

სამეგრელო  – 14,

გურია  – 6,

კახეთი და მცხეთა მთიანეთი – 1.

 

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, აქედან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისში “ბომონდის” კლინიკასში მკურნალობდა. მას სხვა თავმდები დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა და გულის მოციმციმე არითმია.

საქართველოში კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

“გარდაიცვალა ქუთაისში ერთი პაციენტი, “ბომონდის” კლინიკაში. პაციენტი 69 წლის მამაკაცია. მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, სასუნთქი გზების დაავადება, მოციმციმე არითმია, ამ პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას,  გუშინ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის 19 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 რეამინაციულ განყოფილებაშია. ერთი კრიტიკულია თუმცა მცირედი დადებითი დინამიკით”, – აცხადებს ენდელაძე.

magti 5g