საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, დადასტურებულ რაოდენობათა რიცხვმა 6 192-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ჯერჯერობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ის კვლავ 2 324 შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 5 413 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 მოქალაქეა.კოვიდ სასტუმროში 869 პირი იმყოფება.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ვირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა.