8 მარტის აღსანიშნავად საუკეთესო ადგილი ლოს-ანჯელესია. ტურისტულმა კომპანია “kayak”-მა ჩაატარა გამოკითხვა, რათა დაედგინა თუ სად ისურვებდნენ მოგზაურები ქალბატონთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და დაადგინა, რომ წელს ყველაზე დიდი პოპულარობით კალიფორნია სარგებლობს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ლოს-ანჯელესის მიმართულებით გაყიდული ბილეთების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.
საინტერესოა, რომ მოთხოვნად დანიშნულებათა შორის მოხვდნენ ასევე ეგზოტიკური ქვეყნები თუ ქალაქები, ისეთები როგორიცაა – ფხუკეტი, სეული, ბალი და მალდივები.