მამაკაცები ყოველდღიურად ცდილობენ საპირისპირო სქესის მოხიბვლას სხვა და სხვა მეთოდებით. ისინი მოწოდებით მონადირეები არიან და ნებისმიერ ხერხს იყენებენ, ქალბატონების გულის მოსაგებად. თუმცა, ეს არც ისე იოლი საქმეა. იმისათვის, რომ „ნადირობა“ შეგიმსუბუქდეთ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს, რომ მანდილოსნების მოხიბვლა შეძლოთ.
გიტარა
გიტარაზე დაკვრის ცოდნა, ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქალბატონების მოსახლიბლად. გიტარისტები მუდამ ითვლებოდნენ წვეულების მეფეებად. შესაბამისად, გიტარის თანხლებით გოგონასთვის შესრულებული რომელიმე რომანტიული მუსიკალური ნაწარმოები, თქვენი ნადირობის მთავარი იარაღია.
ცეკვა
სხეულის ენა ძალიან ეფექტურად მოქმედებს ქალბატონებზე. მათთვის ლამაზი ცეკვა იგივეა რაც სექსი. დარწმუნებული ვარ, ამ თემის შესახებ ბევრი გსმენიათ, თუმცა დამერწმუნეთ, ეს ტყული ნამდვილად არ გახლავთ. მთავარია ცეკვის დროს მას იმდენი თავისუფლება მისცეთ, რამდენიც მას ესაჭიროება.
ავტომობილის მართვა
აი რა ხიბლავთ ქალებს ყველაზე მეტად… გყაავთ ავტომობილი? და გინდათ თქვენი ქალბატონი გააოცოთ? მაშინ ეცადეთ თავი სპორტულ ასპარეზობაზე აგრძნობინოთ. მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. მართეთ ავტომობილი ისე, როგორც ამას ავტომრბოლელები აკეთებენ. მოზღვავებული ადრენალინი თქვენს გოგონას, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოახერხოთ, ისე, რომ არც თქვენ დაზიანდეთ და არც ის, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.
საუბრის ხელოვნება
ყველაზე უბრალო და მარტივი ნიჭი, რომელიც ნებისმიერ ქალს ატყვევებს. გამოკითხვებმა და გამოკვლევებმა ნათლად დაადასტურა, რომ მამაკაცი, რომელმაც იცის რა, სად და როგორ უნდა თქვას, მუდამ სარგებლობს პოპულარობით. ორატორული ნიჭი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ატრიბუტია საპირისპირო სქესის მოსახლიბლად.
საკუთარი თავის მოვლა
აუცილებლად იყავით მოწესრიგებული. ქალბატონებს ხიბლავთ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლა შეუძლია. იქნება ეს სარეცხის დარეცხვა, საჭმლის მომზადება თუ სხვა. დაიმახსოვრეთ, რომ არც ერთი ქალბატონი არ არის ვალდებული თქვენი წინდები რეცხოს. შესაბამისად, მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ დამოუკიდებელი ნებისმიერ საკითხში.
ორიგინალურობა
ეს ის ტალანტია, რომელიც მამაკაცების უმეტესობას აკლია. მათ შორის შეიძლება თქვენც. შესაბამისად, თუკი ცდილობთ სასურველი ქალბატონი მოიპოვოთ, აუცილებლად იყავით ორიგინალურები, ნუ გააკეთებთ იმას, რასაც მამაკაცების 90% გააკეთებდა. თუ ამას გაითვალისწინებთ, ქალბატონების თვალში, მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იქნებით ვიდრე სხვა მამაკაცები.
სპორტი
სპორტული აღნაგობის მამაკაცები, მუდამ ითვლებოდნენ პოპულარულებად ქალბატონებში. მუსკულები, პრესი, მკერდი, ძალიან ადვილად იქცევს ქალბატონების ყურადღებას. გარდა ამისა, თავადაც საკმაოდ თავდაჯერებული ბრძანდებით, რაც დამერწმუნეთ, ნამდვილად წარმატების საწინდარია. აუცილებლად დაკავდით სპორტით, იარეთ სპორტდარბაზებში, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილით და ჩათვალეთ, რომ სასურველი ქალბატონი თქვენია…