LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში გადამუშავებულია 600-მდე ტონა ყურძენი

302
რთველი 2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რთველი 2025-ის ფარგლებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 600-მდე ტონა ყურძენი – აქედან 570 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავების პროცესში 40-მდე ღვინის კომპანია უკვე ჩართულია.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 400-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 4.7 მლნ ლარს მიაღწია.

რაჭა-ლეჩხუმში წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

რთველი 2025-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებულია 238 ათასამდე ტონა ყურძენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g