LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ქვეყანა, რომელიც ბინადრობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იხდის

121
ბინადრობის სანაცვლოდ ანაზღაურება

ბოლო წლებში დისტანციურმა მუშაობამ ძირეულად შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი ადგილი სამუშაო ადგილთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ გადასვლა კორპორაციულ გადაყვანას, საპენსიო გეგმას ან რთული საიმიგრაციო პროცესის გავლას გულისხმობდა, დღეს კი დისტანციური მუშაობისადმი უპირატესობის მინიჭებამ, ციფრული მეწარმეობისა და შემოქმედებით ინდუსტრიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ ადამიანების წრე, ვისთვისაც საზღვარგარეთ ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს. სულ უფრო მეტი პროფესიონალი აცნობიერებს, რომ მათი კარიერა აღარ არის მიბმული ერთ ქალაქზე ან თუნდაც ერთ ქვეყანაზე.

ეს ცვლილება უკვე აისახება მიგრაციის ტენდენციებზეც. ბოლო ანგარიშები, რომლებიც ამერიკელთა საზღვარგარეთ გადანაცვლების მიმართულებებს იკვლევს, აჩვენებს, რომ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ცხოვრების სტილის მოქნილობა და გლობალური მობილობა სულ უფრო მეტად განსაზღვრავს იმას, თუ სად ირჩევენ ადამიანები ცხოვრებას.

ასევე სწრაფად იზრდება ე.წ. ციფრულ მომთაბარეთა (digital nomads) რიცხვიც – ადამიანები საკუთარ კარიერასთან ერთად იწყებენ „მოგზაურობს“. საკონსულტაციო კომპანიის „MBO Partners“ მონაცემებით, დაახლოებით, 18.5 მილიონი ამერიკელი საკუთარ თავს უკვე ციფრულ მომთაბარედ მიიჩნევს, რადგან დისტანციური მუშაობა პროფესიულ მობილობას მნიშვნელოვნად გარდაქმნის.

ევროპაში, აზიასა და ამერიკის კონტინენტის გარკვეულ ნაწილებში ახალი რეზიდენტების მისაზიდად ფინანსურ სტიმულსაც კი იშველიებენ. ზოგ შემთხვევაში ის პირდაპირი ფულადი გრანტის სახეს იღებს, ზოგჯერ კი წარმოდგენილია საგადასახადო შეღავათებით, საცხოვრებლის სუბსიდირებით ან სტარტაპების მხარდაჭერით.

ქვეყნები, რომლებიც ბინადრობის სანაცვლოდ ანაზღაურებას დისტანციურად მომუშავეებს, მეწარმეებსა და ციფრულ მომთაბარეებს ბოლო დროს ყველაზე ხშირად სთავაზობენ არიან: იტალია, შვეიცარია, იაპონია, ესპანეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ხორვატია და ჩილე.

ამ ქვეყნების ინიციატივები ნათლად ასახავს გლობალური მიგრაციის ცვლილებას. მოსახლეობის დაბერებისა და დიდი ქალაქების ზრდის ფონზე, მცირე ქალაქები და რეგიონები სულ უფრო მეტად უწევენ ერთმანეთს კონკურენციას ახალი მცხოვრებლების მისაზიდად და სწორედ დისტანციური მუშაობისადმი უპირატესობის მინიჭება ხდის ამ კონკურენციას შესაძლებელს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეთავაზებები იშვიათად ნიშნავს მარტივ ფინანსურ სარგებელს. მრავალი პროგრამა მოითხოვს გარკვეულ ვალდებულებებს, მაგალითად, უძრავი ქონების შეძენას, ბიზნესის დაწყებას ან რამდენიმე წლის განმავლობაში კონკრეტულ რეგიონში ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g