LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 სტრატეგიული ამოცანა, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს გააძლიერებს

107

საქართველო ”ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2025”- ის მიხედვით ტურიზმის დარგში საქართველო კონკურენტუნარიანი ქვეყნების პირველ რიგებში იქნება და მსოფლიო მასშტაბით ტურისტების ყველაზე მაღალი ხარჯვითი პოტენციალის მქონე სეგმენტს მოიზიდავს.

საქართვლოს ტურიზმის ადმინისტრაციაში გემავენ, რომ 2025 წლისთვის საქართველო ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში 66 -დან 35 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

დასახული მიზნების მისაღწევად დაინტერესებულ პირებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა 50 პრიორიტეტული აქტივობა, რომლებიც 8 სტრატეგიული ამოცანის მიხევდით დაჯგუფდა.

”ფორტუნა” სტრატეგილი ამოცანების სიას სრულად გთავაზობთ:

– საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდეობის პატივისცემა, გაუმჯობესება და დაცვა.
– საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის აქტივების გამოყენება უნიკალური და ავთენტური ტურისტული შთაბეჭდილებების შეთავაზების კუთხით.
– კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფილოიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით.
– ეფექტური მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან
– ტურიზმის სფეროში მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე სექტორის განვითარების შეფასების შესაძლებლობების გაუმჯობესება.
– ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის მიზნით
– ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა
– ზემოხსენებული ამოცანების მიღწევის მიზნით პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ხელისუფლებას, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თემებს შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g