8 წლის მოჭადრაკე, ფოთელი გიორგი წულაია, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია.
პატარა მოჭადრაკის წარმატების შესახებ ინფორმაციას ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრი ავრცელებს.
“გიორგიმ 9 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოიპოვა და 8 -წლამდელთა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო ფესტივალზე 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარია”, – აღნიშნულია ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრი ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.