LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია – გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება

195

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

კურორტ „გოდერძიზე“ საძირკველი ჩაეყარა შემდეგ ობიექტებს:

  1. სასტუმრო “GOLDMINE”, რომლისთვისაც 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განცორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

 

  1. GSP GROUP – 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები.

 

  1. 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “MOUNTAIN SKY”-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

 

  1. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“ მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

საერთო ჯამში, კურორტ „გოდერძიზე“ 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გარდა ამისა, გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.

magti 5g