LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის კაცმა ერასმუსის სწავლის დაფინანსება მოიპოვა და ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვრებას იწყებს

2035
1518531745-993920-1518531984-noticia-normal-recorte1

მიგელ კასტილო უნივერსიტეტდამთავრებულების ისტორიაში შევა. ამ კვირას ის ერასმუსის სტუდენტების გაცვლითი პროგრამით და დაფინანსებით იტალიაში მიემგზავრება. ამ ისტორიაში მთავარი ამბავი მიგელის ასაკია – ის 80 წლის გახდა.

კასტილო პენსიაზე გასული ნოტარიუსია. ჰყავს ცოლი, სამი ქალიშვილი და არის 6 ბავშვის ბაბუა. ის ასევე, ძალიან პოპულარულია ესპანეთში, ვალენსიას უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. სტიპენდიის მოპოვება 80 წლის კაცს, ამ უნივერსიტეტში მედიამ, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა მოულოცეს.

ერასმუსის გაცვლითი პროგრამით მიგელი იტალიაში, კერძოდ კი ვერონაში გადაბარგდება.

ერთ-ერთმა სტუდენტმა მიგელს ჰკითხა „როგორ გეყო ნერვები ამ ყველაფრის გასაკეთებლად. მე ბევრს ვფიქრობდი ამ საკითხზე მაგრამ არ გავაკეთე“.

კასტელომ იმავე მიზეზით შეიტანა განაცხადი ერასმუსის გრანტზე, რა მიზეზითად უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მას შემდეგ, რაც გულის შეტევა და ოპერაცია გადაიტანა.

„რეაბილიტაციიდან ძალიან მალე, ჩემ თავს ვუთხარი: მინდა გავაკეთო რაღაც განსხვავებული, ძილის და მოსვენების გარდა. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ისტორიით. მაინტერესებს მთლიანად ისტორია, განსაკუთრებით კი თანამედროვე.“

ახლა კასტილო ისეთივე სტუდენტია, როგორც სხვები: ასრულებს დავალებებს, ითხოვს დახმარებას სხვებისგან ან პირიქით, როცა საჭიროა ეხმარება სხვებს.

„ვფიქრობ, რომ ასაკი პრობლემა საერთოდ არ არის,“ – აღნიშნავს 80 წლის სტუდენტი.

ერთადერთი პრობლემა რასაც ხედავს, ის არის რომ შვილიშვილებთან ნაკლებ დროს ატარებს.

„მათ ძალიან ვენატრები, მაგრამ ამავდროულად, ძალიან უხარიათ, რომ მათ ბაბუას განვითარება სურს,“ – ამბობს ბაბუა.

კასტილოსთან ერთად საცხოვრებელს მისი მეუღლეც იცვლის. წყვილი ერთ აპარტამენტში იცხოვრებს.

 

იურისტი, ფერმერი და ისევ იურისტი

1937 წელს დაბადებულმა კასტილომ იურისტის პროფესია აირჩია, თუმცა გამოცდები ვერ ჩააბარა. ამიტომ ერთი წელი მამასთან, ფერმაში გაატარა. შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, ბარსელონაში გადავიდა საცხოვებლად და სწავლას დაუბრუნდა. ამავდროულად, ვალენსიას ახალგაზრდულ ლიგაში სოკერს თამაშობდა. ასე შეძლო სწავლის გადასახადის დაფარვა.

მას შემდეგ რაც იურისტი გახდა რამდენიმე თვე რომსა და ბოლონიაში გაატარა, სადაც იტალიურიც ისწავლა, რომელიც 80 წლის ასაკში დაწყებულ ახალ ცხოვრებაში ნამდვილად გამოადგება. ცხოვრებაში, რომელსაც სტუდენტობით და მისი მეორე მეუღლით იწყებს შექსპირის რომეო და ჯულიეტას ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g