LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება” – ღარიბაშვილი

205
მედიკამენტი (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მის პირად გვერდზე გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, 800-ზე მეტი მედიკამენტი საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.

“როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყანაში მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.

ამავე თემაზე: ხვალიდან რეფერენტული ფასები ძალაში შედის – ფარმაცევტული სექტორი სამინისტროსგან პასუხის მოლოდინშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები