ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ “ფორტუნასგან” კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი შეიტყო. 15 ივნისს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტს მსოფლიო კინო-ლეგენდა, სოფი ლორენი შეუერთდება. იქამდე კი მედიის ყურადღების ცენტრში 82 წლის ლორენის ახალი ფოტოები მოხვდა, რომლებიც რომშია გადაღებული. მსახიობი დასთან, ანასთან ერთად იმყოფებოდა.
მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოდური და მომხიბვლელი ლორენი თეთრ პიჯაკში იყო გამოწყობილი. პიჯაკს ლორენმა ელეგანტური შარვლი და თეთრ შარფი შეუხამა.