სოფი ლორენის ვაჟმა, დირიჟორმა კარლო პონტიმ საყვარელ ქალზე, მარიამ შარმანაშვილზე იქორწინა.
ქორწილი „შატო მუხრანში“ გაიმართა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.
ქორწილში ცნობილი ქართველი შემსრულებლები ქმნიდნენ კარგ განწყობას საკუთარი რეპერტუარით.
განსაკუთრებულად ლამაზი იყო პატარძალი – როგორც გაირკვა, გრძელი ტრადიციული საქორწინო კაბა მას „მარიონელას“ კოლექციიდან ჰქონდა მორგებული. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბრენდის „ტიკ-ტოკ“ გვერდმა გაავრცელა.
