საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებმა თბილისში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 67:67 დასრულდა.
შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი თბილისის ახლად აშენებულ სპორტის სასახლეში ჩატარდა, რომელმაც ევრობასკეტ 2022-ს უნდა უმასპინძლოს.