LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის რატი ანდრონიკაშვილის შეყვარებული მურთაზ შელიას ქალიშვილია

4864
რატი და ელენე

საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი სპორტის ქომაგებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ესპანეთთან მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.

Europop-თან ინტერვიუში ის თავისი შეყვარებულის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტატუების უმრავლესობა, რომელიც სხეულზე აქვს, მისი შეყვარებულის დახატულია:

„დედაჩემს აქვს ზუსტად იგივე ტატუ, მე, ჩემი პატარა ძმა და დედაჩემი, ჩემმა შეყვარებულმა დახატა ეს ტატუ. უმეტესობა ტატუებიდან, რაც ხელზე მაქვს, მისი დახატულია…“

რატი ანდრონიკაშვილის შეყვარებული სპორტული სამყაროს ცნობილი წარმომადგენლის შვილია. ელენე შელია ფეხბურთელის მურთაზ შელიასა და მოდელისა და ტელესახის ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილი გახლავთ.

წყვილი ერთად ხშირად ატარებს დროს, ერთად ისვენებენ და ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებენ.