ელენე შელიამ და რატი ანდრონიკაშვილმა ხელი მოაწერეს. სოციალურ ქსელში ხელის მოწერის არაერთი კადრი ვრცელდება.
„მხოლოდ ელენეს შეუძლია ხელის მოწერა ასეთ სილამაზედ აქციოს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია.
ელენე შელია კი მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიას ქალიშვილია.



