LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: რატი ანდრონიკაშვილი და ელენე შელია დაინიშნნენ – ხელის თხოვნის ემოციური კადრები

3465
ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი

ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ. ახალგაზრდა წყვილმა სასიხარულო სიახლე სოციალურ ქსელში გააზიარა.

25 წლის კალათბურთელის, რატი ანდრონიკაშვილისა და ელენე შელიას სიყვარულის ამბავი მედიაში არაერთხელ დაიწერა. თუმცა წყვილი სოციალურ ქსელში ერთად გამოჩენას ამ დრომდე ერიდებოდა.

რატი და ელენე უამრავ მილოცვას იღებენ.

ცნობისთვის, რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია.

ელენე შელია კი მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიას ქალიშვილია. მას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ – ის აქტიურია სხვადასხვა პლატფორმაზე და აქვეყნებს როგორც საკუთარ ყოველდღიურობას, ისე თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g