LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი კაცი, შენგელია და რიდი ვერ გავაჩერეთ“ – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი

165
საქართველო-ესპანეთი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთი 91:89 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პირენეელთა მწვრთნელმა ჩუს მატეომ ასეთი კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლო წამებზე მასპინძლებმა ძალიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

ქართველებს მაღალი დონის ლიდერები ჰყავთ. ბოლოს ვერ გავაჩერეთ ეს ორი კაცი – შენგელია და რიდი. ძალიან კარგად ითამაშეს.

საქართველომ შეტევაში ბევრი მოხსნა, ჩვენ ბალანსი ვერ შევინარჩუნეთ – პერიმეტრიდან ისევე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც ფარქვეშ.

ეს პირველი გამოცდილებაა რომ წაგებით ვისწავლოთ და წაგებით განვვითარდეთ“.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები