LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ალბათ 24-საათიანი მამა ვიქნებოდი, ყველაზე მეტად რაც მაკლია ეგ არის“ – ერთი დღე თორნიკე შენგელიასთან ერთად: როგორია მისი ცხოვრება ბარსელონაში

836
ლელა მებურიშვილი

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ლელა მებურიშვილის პოდკასტის ობიექტივში მეუღლესთან ერთად მოექცა.

ლელა ცნობილ კალათბურთელს ბარსელონაში ეწვია. წამყვანმა მაყურებელს ბარსელონა დაათვალიერებინა და ღირსშესანიშნაობების შესახებ მოუყვა.

„ამ მოგზაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის, რომ ერთი დღე გავატარე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანთან — თორნიკე შენგელიასთან და მის ულამაზეს მეუღლე სალი ჯუღელთან ერთად.

მათ გამიზიარეს საყვარელი ადგილები ბარსელონაში, მირჩიეს სად წავსულიყავი და რა ადგილები უნდა დამეთვალიერებინა აუცილებლად ამ ულამაზეს ქალაქში,“ – აღნიშნავს ლელა მებურიშვილი.

თორნიკე შენგელიამ და სალომე ჯუღელმა ლელასთან გულახდილად ისაუბრეს. წყვილმა ოჯახური ცხოვრების შესახებ მოჰყვა.

„ალბათ 24-საათიანი მამა ვიქნებოდი, ყველაზე მეტად რაც მაკლია ეგ არის. ჩემი სამსახურიც და კარიერაც იქნებოდა ეგ. რთულია კარიერის და ოჯახის შეთავსება, მაგრამ რაღაც მხრივ ეჩვევი. ყველაზე მეტად ვინც მიმარტივებს ყველაფერს არის სალი.

დიდ სამსახურს მიწევს იმიტომ, რომ სირთულე არც მე და არც ბავშვებმა არ იგრძნონ…

თავით ვარ გადავარდნილი კალათბურთში, ამავდროულად მინდა ვიყო საუკეთესო მეუღლე და საუკეთესო მამა. არ არის მარტივი, მეტსაც გეტყვი, რომ ძალიან რთულია მაგრამ მივყვებით და თავს ვართმევთ…“ – აღნიშნავს თორნიკე შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g