LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 წლის ჰარისონ ფორდისა და 61 წლის კალისტა ფლოკჰარტის ვნებები ვალენტინობაზე

131
page

მედიაში ჰარისონ ფორდისა და მისი მეუღლის, კალისტა ფლოკჰარტის ემოციური შეხვედრის კადრები გავრცელდა. მათ ერთმანეთი ვალენტინობის დღეს, ლოს-ანჯელესში ჩაფრენისას ნახეს, როცა კალისტა მეუღლეს დასაფრენ ზოლზე დახვდა.

83 წლის ფორდი და 61 წლის ფლოკჰარტი ქალაქში დაბრუნებისთანავე ერთმანეთს ძლიერად მოეხვივნენ და მხურვალედ აკოცეს.

ისინი 26 წლიანი ქორწინების შემდეგაც შეყვარებულებივით იქცეოდნენ, ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და ხელჩაკიდებულები, გვერდიდან ვერ შორდებოდნენ.

ცნობისთვის, ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი ერთად 2010 წლიდან არიან. ისინი ერთმანეთს პირველად 2002 წლის, Golden Globe Awards-ზე შეხვდნენ. წყვილი ერთად ზრდის ლიამ ფლოკჰარტ ფორდს, რომელიც კალისტამ 2001 წელს იშვილა.

„სიყვარული ასაკოვან ადამიანებსაც შეგვიძლია“ – 83 წლის ჰარისონ ფორდის გულახდილი ინტერვიუ

მხურვალე კოცნა და თბილი ემოციები – 84 წლის ჰარისონ ფორდი მეუღლესთან ერთად მეტროთი მგზავრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები