LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

84 წლის მოხუცის ამბავი: „სახლი დაეწვა და იპოდრომთან ნანგრევებში ცხოვრობს“

107
poorman393

გოგა ჩანადირი წერს 84 წლის მოხუცის შესახებ, რომელსაც სახლი დაეწვა და ახლა ტანსაცმელს ნაგვის ყუთებში ეძებს, საჭმელს კი ხან სად შოულობს და ხან – სად. ცნობილი ფოტოგრაფი ფოტორეპორტაჟსაც გვთავაზობს და მოხუცის ნომერსაც დახმარების მსურველთათვის.

„84 წლის ადამიანს რა არ უნახავს, მაგრამ მსგავსი რამ – არასოდეს.

შალვა ბეჟუაშვილს სოფელ ბორბალოში სახლი დაეწვა. აღდგენა ვეღარ შეძლო.

მერე თბილისში ჩამოვიდა და საბურთალოზე, იპოდრომთან ნანგრევებში თავშესაფარი მოძებნა.

შორიდანვე დაინახავთ მის სიღატაკესა და თავს გადახდენილ ისტორიასაც კი.

ამბობს, რომ ძმისშვილის გარდა არავინ ჰყავს და მას კისერზე ვერ დააჯდება.

საჭმელს ხან სად შოულობს და ხან სად. როცა მივედი, ლობიოს ხარშავდა.

ტანსაცმელს ნაგვის ყუთებში ეძებს. ზოგს ხალხი აძლევს.

ახლა მას ყველაზე მეტად შარვალი უნდა.

ტელეფონი აქვს, რომლის ნომერიც ზეპირად არ ახსოვს და უბის წიგნაკიდან მიკარნახა.

აი, მისი ტელეფონი:

574 071064

შალვა პაპა ასე არ უნდა ცხოვრობდეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g