„პირველი არხის“ ცნობით, პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ტელევიზიას ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები 1957 წლიდან იბეჭდებოდა.
1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდათ. არის თბილისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996) და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიითა (1982).