LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევახსენებ ამაშუკელს, რომ ჯანსუღს „ჯანსუ-ღა“-თი ვერ მიმართავდით… მამას სამეგობროს ახსოვს, ჯანსუღის – თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა: „ამაშუკელი, ტ…..კი დააყე, თამაშს უკელი“: თაკო ჩარკვიანი

8575
ჩარკვიანი ამაშუკელი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ავადმყოფურ ღვარძლით სავსე“ ვიდეოში, მწერალი რეზო ამაშუკელი მას „ჯანსუღას გოგოდ“ იხსენიებს.

ჩარკვიანი წერს, რომ რეზო ამაშუკელი ჯანსუღ ჩარკვიანს „ჯანსუღათი“ ვერ მიმართავდა. მისივე თქმით, „ისიც კარგად ახსოვს ჯანსუღ ჩარკნის სამეგობროს, ოპერის სცენიდან ყველასთვის ცნობილი უმსგავსობის გამო, რეზო ამაშუკელს, რომ უთხრა „ამაშუკელი, ტ…..კი დააყე, თამაშს უკელი“.

ჩარკვიანი ამაშუკელს „ურჩევს“ ფრთხილად იყოს, რადგან ყველა „წამსვლელები ვართ“ და იმ ქვეყნას „ალი ყური“ არ მოსდონ.

„რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში და ჯანსუღის – მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა, მრავალი წლის წინ: „ბიჭო რეზო, ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი „რაგატკას“ არ გესვრის არავინო“.(ხუმრობას ზუსტად ვციტირებ).

რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით: „ჯანსუღას გოგოო“ ასე მიხსენიებს, მე კი ბედნიერი ვარ რომ ვაჟკაცი კაცის და უუმაგრესი პოეტის ჯანსუღის შვილი ვარ (მადლობა ღმერთს).

უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს, რომ ჯანსუღს „ჯანსუ-ღა“-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს ოპერის სცენიდან თქვენი ყველასთვის ცნობილი უმსგავსობის გამო, ჯანსუღის – თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა: „ამაშუკელი, ტ….. კი დააყე, თამაშს უკელი“ (ამასაც მომიტევეთ ვციტირებ) ასე, რომ ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი წამსვლელები ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი „ალი ყური“ იქ არ მოგდონ მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფიფხაძე იქ ვეღარ გიშველით!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები