“ამ განცხადებით ნათელი ხდება, რომ უნდა გავერთიანდეთ ეროვნული ინტერესების ირგვლივ და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ხალხის დაკვეთა შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ რადიო”ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ პოლარიზაცია, რომელიც კიდევ უფრო საშიშ ფორმებს იღებს ქვეყნის დემოკრატიისთვის დამანგრეველია.
“მათ ღიად გვითხრეს, რომ საქართველო დგას გზაგასაყარზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი განცხადება. გზაგასაყარი ნიშნავს, რომ ჩვენ ან წავალთ ევროპისკენ ან ჩავრჩებით იქ, რასაც რუსული ორბიტა ჰქვია. ეს ძალიან სახიფათო და დამანგრეველი იქნება ჩვენთვის. აქ არის საუბარი მოწოდებაზე მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მიმართ, რომ ვიმუშაოთ ერთად. თუმცა, ხაზგასმულია ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობაც” – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.