LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

86 წლის სოფი ლორენი კინოში ბრუნდება

421
sofiloren20925

იტალიური კინოს ლეგენდა, 86 წლის სოფი ლორენი ეკრანს უბრუნდება. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, მსახიობს მალე „ნეტფლიქსის“ ახალ პროექტში ვიხილავთ. ეს იქნება კინოვარსკვლავის პირველი როლი 10 წლიანი პაუზის შემდეგ, მისი ბოლო ნამუშევრებია „ჩემი სახლი სავსეა სარკეებით“ და „ცხრა“. ახალი პროექტის ავტორი სოფი ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია და ფილმის სახელწოდოებაა „მთელი ცხოვრება წინაა“.

საუბარია რომენ გარის, იგივე ემილ აჟარის რომანის ეკრანიციაზე, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. ლორენი მადამ როუზის როლს შეასრულებს, რომელიც უპატრონო ბავშვებისთვის თავშესაფარს ხსნის. ფილმის პრემიერა ნოემბერში იგეგმება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g