LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„9 აპრილი ღირებულებითი დღეა, ეს არ არის მხოლოდ გლოვის დღე. ეს ტრაგედია გულისხმობს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას“ – ლაშა ბუღაძე

115
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-04-08T013110.650

9 აპრილი ღირებულებითი დღეა, ეს არ არის მხოლოდ გლოვის დღე. ეს ტრაგედია გულისხმობს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, – აღნიშნულის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის 8 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ევროპული მომავლის მცველებთან ერთად 24-საათიან აქციას შეუერთდება.

„პროტესტი იქნება ხვალ, პროტესტი იქნება ზეგაც. რა საკვირველია, არანაირი უფლება არ აქვს კობახიძეს მოდგმით „კაგებეშნიკს” და ზვიად გამსახურდიას მოღალატე ოჯახის ერთ-ერთ პირმშოს. შემთხვევითი არ არის, იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ, როგორც ჩანს.

კობახიძე ჩვენ გვახსოვს, როგორ ნებივრობდა 26 მაისს აუზზე. საერთოდ არ აინტერესებს იმიტომ, რომ ამ მორალით არის გაზრდილი თავის სახლში. მე ჩემს მშობლებს 8 აპრილს იქ ვყავდი, უბრალოდ ბუნებრივია ღამე მე იქ არავინ არ გამაჩერებდა ასაკის გამო. 9 აპრილი მათი არ არის, 9 აპრილი ღირებულებითი დღეა, ეს არ არის მხოლოდ გლოვის დღე. ეს ტრაგედია გულისხმობს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს ხალხი შეეწირა ბრძოლას ეს ბრძოლის ველზე დაღუპული ხალხია. მოღალატის იარლიყს ვერ მოიცილებენ ვერასდროს”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g