LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა

1103
Untitled

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს  ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა იმისთვის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებას დასწრებოდა.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.

„ჩვენ, ყველა დაღუპულის ოჯახის წევრები მოვიწვიეთ. თითოეული ოჯახის რამდენიმე წევრი იყო მოსული. ეკა ბეჟანიშვილის ოჯხთან, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. თორემ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად, ამ გმირის ოჯახთან ვერ მოხერხებულიყო დარეკვა?! ფიზიკურად ვერ მოხეხდა დაკავშირება. მობილურზე მუდმივი დაკავება იყო. ბეჟანიშვილის გვარი ჩვეულებრივად იქნა წაკითხული“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” მოისწრაფიშვილმა.

ამასთან, როგორც პრესპიკერმა განმარტა, ტექნიკური შეცდომა იყო ის, რომ პრეზიდენტს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სიის წაკითხვისას, ერთ-ერთი გმირის, თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა.

„ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მოხდა ჭოველიძის გვარის გამოტოვება. პრეზიდენტს ტექნიკურად წაკითხვის დროს გამორჩა. მერე, სია თავიდან წავიკითხეთ, სადაც ჩვეულებრივად ვახსენეთ ყველა გმირის სახელი და გვარი“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტს თამარ ჭოველიძის სახელი და გვარის სიიდან ამოკითხვა გამორჩა, გმირის მამამ, არკადი ჭოველიძემ მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

განმარტება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით ეს ტექნიკური შეცდომა იყო, თამარ ჭოველიძის სახელი სიაში არ იყო გამორჩენილი და, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტექსტის წაკითხვის დროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადავიდა. ჟვანიას თქმით, შესაძლოა სწორედ ამიტომ წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები ხელმეორედ.

სალომე ზურაბიშვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. მან დღეს კომენტარი არც 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შემდეგ გააკეთა. ის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების დღეა! #მადლობათავისუფლებისთვის” – დაწერა მან.

ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის დროს დიღუპა. ის 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია. ეკა ბეჟანიშვილი  თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. ეკა ბეჟანიშვილი დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g